16 აპრილს, 16:00 საათზე, თსუ-ს ფილოლოგთა კლუბი გამართავს მორიგ მუდმივმოქმედ სემინარს: „საუბრები ლიტერატურასა და ხელოვნებაზე”, რომლის ფარგლებშიც გაიმართება ასოც. პროფესორის რუსუდან ნიშნიანიძის საჯარო ლექცია თემაზე: „მეოცე საუკუნის ქართული მწერლობა და საქართველოს თავგადასავალი”.
ღონისძიება ჩატარდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის 202-ე აუდიტორიაში.
თარიღი:
16/04/2026